ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გურჯაანის კულტურის ცენტრში
გურჯაანის კულტურის ცენტრში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება "თეთრი ფანტელები" გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.
-"ღონისძიება ჩემი ორგანიზებითა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობის თანადგომით ჩატარდა. მონაწილეობდნენ ანსამბლები "მანდილი", "მხედრული", "ხარება", "ჰანგები", "სანაგირე", "ცერული", და "ათინათი". მინდა ყველა მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო ლამაზი საღამოსთვის. ძალიან ლამაზი ღონისძება გამოვიდა, მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მაყურებელი  კმაყოფილი დარჩა."-აღნიშნა კონცერტის ორგანიზატორმა და წამყვანმა მარიამ(ციცო) ლაზაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google