თელავში უძველეს ნაქალაქარს მიაკვლიეს
არქეოლოგებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებიდან სამხრეთით, ტყე-ტბა გულგულას სახელწოდების უძველეს ნაქალაქარს მიაკვლიეს. ნაქალაქარი დაახლოებით 5 კილომეტრის რადიუსზეა განთავსებული.
მეცნიერების ვარაუდით, რომ აღნიშნული ნაქალაქარი შესაძლოა კახეთ-ჰერეთის სამეფოს საზღვარზე მდებარეობდეს. არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები თელავის მერიამ 13 000 ლარით დააფინანსა.

-"დაახლოებით რვა საუკუნეა, რაც აქ ფეხი არავის დაუდგამს და არ შეუსწავლია. ნაქალაქარი მე-13, მე-14 საუკუნიდან უკვე წყვეტს არსებობას, რაც უნდა უკავშირდებოდეს თემურ ლენგის შემოსევებს. ვფიქრობთ, შესაძლოა სწორედ ტყე-ტბა გულგულა არის საზღვარი კახეთ-ჰერეთს შორის. ნაქალაქარი დიდი კომპლექსია, მოიცავს სადგომებს, ეკლესიებს, გალავნებს. ტყე-ტბა გუგლგულას თავის ნაწერებში ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში მოიხსენიებდა ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი. ვინაიდან კომპლექსი საკმაოდ დიდია, უახლოეს მომავალში კვლავ ვგეგმავთ დაზვერვითი სამუშაოების განხორციელებას."- აღნიშნა თელავის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ვახტანგ გაგნიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google