H1N1-ის შემთხვევებმა კახეთის რეგიონშიც იმატა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით,  სხვა რეგიონების მსგავსად, გრიპის შემთხვევების რიცხვი კახეთშიც გაიზარდა.

მისი თქმით, მომატებულია ღორის გრიპის როგორც მსუბუქი, ასევე სტაციონალური საჭიროების მქონე შემთხვევები.

"ადამიანმა, რომელსაც გრიპი შეხვდება, უნდა ივარაუდოს, რომ იმ შტამის ვირუსით არის დასნებოვნებული, რომელიც ქვეყანაში ცირკულირებს.  სულ 63 შემთხვევაა ლაბორატორიულად გამოკვლეული თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, სადაც დასტურდება H1N1. გრიპის შემთხვევები გაზრდილია ჩვენს რეგიონშიც, მათ შორის სტაციონალური პაციენტების რაოდენობაც. საბედნიეროდ, კახეთში  H1N1 ვირუსით ადამიანის გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვირუსის აქტიურობის პერიოდი იანვრის დასაწყისამდე გასტანს, მეორე ტალღა კი იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი.,"-აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.





| Print |
FaceBook Twitter Google