ახალი ამბები
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად ჩუმლაყის საჯარო სკოლაც იბრძვის
უკვე რამდენიმე წელია, რაც საჯარო სკოლებისთვის ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია ცხადდება. ამჯერად, გასულ წელს დაწყებული პროექტი მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.
მასში მონაწილეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი „დეველოპერებიც“იღებს. მაისიდან დღემდე გუნდმა რამდენიმე აქტივობა განახორციელა, რაშიც მათ სპეციალურად განსაზღვრული ქულები მიენიჭათ.

-„აღნიშნულ პროექტში ჩვენი სკოლიდან მონაწილეობას ათი მოსწავლე იღებს. ისინი დიდი ხალისითა და პასუხისმგებლობით ერთვებიან პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში. პროექტს 17 მიზანი აქვს, ერთ-ერთია ტურისტული მეურნეობის განხორციელებაში ჩართვა და მისი პოპულარიზაცია. ვიმყოფებოდით სოფელ ჩუმლაყში, გიორგი გეთიაშვილის საოჯახო ტიპის ღვინის მარანში, რომელსაც „მრავალჟამიერი“ ჰქვია. გარდა ამისა, პროექტის მიზნიდან გამომდინარე, მივმართეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას და მედიკამენტებით დავეხმარეთ ჩვენი მოსწავლის მშობელს, რომელიც შშმ პირია, ასევე დავუფარეთ კომუნალური გადასახადები. დავასუფთავეთ ადმინისტრაციული შენობის ეზო, მოვაწყეთ სპორტში მეგობრული შეჯიბრი. გამარჯვებულ მოსწავლეებს ბურთები შეუძინა ადგილობრივმა საკრებულომ,“- ამბობს გეოგრაფიის პედაგოგი ლალი ძულიაშვილი, რომელიც ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდს ხელმძღვანელობს.

პროექტის მონაწილის ნათია მირველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, „დეველოპერების“ მთავარი მიზანია ნახევარფინალში გადასვლა.

-„ძალიან საინტერესო პროექტია, მისი მთავრი მიზანია ეკოლოგიური საკითხები და მასთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა, რა თქმა უნდა, აქვს სხვა მიზნებიც. სხვადასხვა აქტივობებს ჩვენივე რესურსებით ვგეგმავთ, ორჯერ მოვიპოვეთ მცირე დაფინასნება ადგილობრივი მერიიდან და საკრებულოდან. დავეხმარეთ ჩვენ სკოლელს და ასევე მოვაწყეთ სპორტული შეჯიბრება. მომავალში ჩვენი გუნდის წევრები სხვა მიმართულებას ამოვარჩევთ და სამოქმედო გეგმასაც დავსახავთ. პირველ რიგში ჩვენი მიზანია ნახევარფინალში გადასვლა. ამ დროისთვის, კახეთში თელავის #2 და #4 საჯარო სკოლები ლიდერობენ. ერთი მიმართულებით არ უნდა ვიმოქმედოთ, რაც შეიძლება მეტი აქტივობა და მრავალფეროვნება უნდა გვქონდეს.“

პროექტის ფარგლებში ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდი „დეველოპერები“ სოფელში მდებარე საოჯახო ტიპის ღვინის მარან „მრავალჟამიერს“ ესტუმრნენ. მისი მფლობელი გიორგი გეთიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მარანი 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში არაერთი სტუმარი მიიღეს. აქ მოსულ დამთვალიერებელს ადგილზე შეუძლია ნახოს პურის ცხობის, მწვადის შეწვის, ხინკლის მოხვევისა და ყურძნის დაწურვის პროცესი, ასევე დააგემოვნოს ტრადიციული კერძები და კახური ღვინო, მოისმინოს ხალხური ჰანგები.

-„გარდა იმისა, რომ მარანი ტრადიციული მეღვინეობის განვითარებას და შენარჩუნებას უწყობს ხელს, ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან დამეგობრების თვალსაზრისითაც. ზოგადად, ქართული მეღვინეობა განსხვავდება მსოფლიო მეღვინეობისგან, ქვევრიდან და ისტორიიდან გამომდინარე. აქტიური სეზონი გვაქვს შემოდგომით, რთვლობის პერიოდია და ბევრი ტურისტი მოდის. გაზაფხულზეც გვყავს ვიზიტორები. ძირითად პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან გვსტუმრობენ. ერთდროულად 35 ადამიანის მომსახურება შეგვიძლია. ძირითადად ჩვენ თვითონ ვემსახურებით მათ, სეზონურად დროებით დამსაქმებლებიც ვართ. ყველაფერი ძალიან მარტივად დავიწყე, ჩემი მუსიკალურობა და რუსული ენის ცოდნა მომეხმარა. კახეთში ვართ და ღვინის გაკეთება თითქმის ყველას შეუძლია, მაგრამ ეს არ არის მთავარი, უშუალო კონტაქტია საჭირო“ .

პროექტის ფარგლებში ნახევარფინალისტები 31 იანვარს გამოვლინდებიან, შემდეგ ნახევარფინალი დაიწყება, პროექტი კი 2019 წლის აპრილში დასრულდება.

პირველ ადგილზე გასული გუნდი ავსტრიაში გაემგზავრება. პრიზების გარეშე არც მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდები დარჩებიან.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დავით სერგეენკო 7-წლიანი მინისტრობის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის
თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ინფორმაცია ჟურნალისტებს
დაუდასტურა.
დავით სერგეენკო 7-წლიანი მინისტრობის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ინფორმაცია ჟურნალისტებს დაუდასტურა.
10:42 / 18.06.2019
სტიქიამ პრობლემები შექმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე
სოფელში. ვაზისუბანში ქარიშხალმა ხე მოგლიჯა, რამაც თელავი- გურჯაანის
საავტომობილო მაგისტრალზე გადაადგილება დაახლოებით 15 წუთის
განმავლობაში შეაფერხა.
სტიქიამ პრობლემები შექმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. ვაზისუბანში ქარიშხალმა ხე მოგლიჯა, რამაც თელავი- გურჯაანის საავტომობილო მაგისტრალზე გადაადგილება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შეაფერხა.
10:22 / 18.06.2019
უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების
ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
10:59 / 17.06.2019
13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება
დაიწყო. მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ შესაბამისი დოკუმენტები არჩეულ
სკოლაში 21 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში,
რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო. მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ შესაბამისი დოკუმენტები არჩეულ სკოლაში 21 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
10:48 / 13.06.2019
ქ. თბილისში, სამების საკათედრო ტაძართან არსებულ
ქ. თბილისში, სამების საკათედრო ტაძართან არსებულ "ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური აღზრდის ცენტრში", პატარძეულელი პოეტის, რომან ზუკაკიშვილის წიგნის - "სიყვარულის გზა" პრეზენტაცია გაიმართება.
17:52 / 06.06.2019
სხვა ამბები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, კალაურის, დარჩეთის, ჭანდრის, ბაკურციხისა და ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განცხადებით, სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
15:02 / 19-06-2019
წინანდალში სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE -ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები. მონაწილეებს ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.
17:45 / 16-06-2019
შაბათს, 15 ივნისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვევა მარდალეიშვილის, მედიკლაბ ჯორჯიას და ხეჩინაშვილის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტთა გუნდი
15:22 / 13-06-2019
➡ 2018 წლის 8 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ ჩატარდა ლექცია თემაზე: „თიროიდული პანელის ინტერპრეტაცია და ჰიპოთირეოზი“.
18:22 / 10-06-2019
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 13 ივნისიდან მშობელმა შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.
13:11 / 10-06-2019
ყვარელში „ილიას ტბაზე“ ჩატარდა სასკოლო ფესტივალი - „სპორტი ბარიერების გარეშე“.
17:56 / 29-05-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.