მიმდინარე წელს წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა
წითელას შემთხვევებმა კახეთშიც იმატა.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, 1 იანვრიდან დღემდე რეგიონში წითელას 42 შემთხვევაა დაფიქსირებული, მაშინ როდესაც გასული წლის განმავლობაში ეს რიცხვი 24 -ს შეადგენდა.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია. დაინფიცირებულ პირთა ასაკი ძირითადად 21-40 წელს შეადგენს.

"2018 წელს წითელას სულ 24 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 13 შემთხვევა დეკემბრის თვეში გვქონდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კი უკვე 42 პაციენტს დაუდგინდა წითელა. ეპიდემიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია," - აღნიშნა   დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.

რეგიონის მაშტაბით წითელას ერთი შემთხვევა გამოვლინდა თელავში, ახმეტაში -2, გურჯაანში- 3, დედოფლისწყაროში -1, ლაგოდეხში- 2, ყვარელში- 9, ყველაზე მეტი, 24 კი საგარეჯოში. სიღნაღის მუნიციპალიტეტში წითელას არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.







| Print |
FaceBook Twitter Google