ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 37-ე კილომეტრიდან 55-ე კილომეტრამდე (ვერონა-შუამთის მონაკვეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული.
ვერონა-შუამთის გზაზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე თავისუფალია ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.


| Print |
FaceBook Twitter Google