თელავის მუნიციპალიტეტში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა დაიწყო
ამ წუთებში თელავის მუნიციპალტეტის საკრებულოში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.  შეხვედრას ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავროებო ორგანიზაციები და ოპოზიციაც ესწრებიან.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის მორიგი განხილვა 22 იანვარს, 11:00 საათზე გორში გაიმართება. შეხვედრების ციკლი ახალციხეში 23 იანვარს დასრულდება.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი უკვე განიხილეს ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, მცხეთასა და რუსთავში.


დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.


| Print |
FaceBook Twitter Google