speqtri.ge ინტერნიუსის კონკურსის გამარჯვებულია
“ინტერნიუსი - საქართველო”, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში", რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს. პროექტის პრეზენტაცია ამ წუთებში სასტუმრო ქორთიად მარიოტში მიმდინარეობს.

ამის პარალელურად, „ინტერნიუსი -საქართველომ“ გამოაცხადა ის გამარჯვებული მედიაორგანიზაციები, რომლებიც  პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ 2019 წლის მედიაპარტნიორებად შეარჩია. 

ადგილობრივი მედიიდან პროექტის პარნტიორებად საკონკურსო წესით შეირჩა: გურჯაანი TV, მეგა TV, TV დია, გურია TV, TV 25, TV მეცხე არხი, კახეთის ხმა, სპექტრი, სამხრეთის კარიბჭე და ბათუმელები.

ცენტრალური მედიასაშუალებებიდან პროექტი ითანამშრომლებს ფორსეტთან, ინდიგოსთან, სტუდია მონიტორთან, ჯემნიუსთან, ლიბერალთან, კლიკმედიასთან და ჟურნალისტთა ჯგუფთან (ნინო აბდალაძე და მარიამ უგრეხელიძე).


საგრანტო მხარდაჭერის ფარგლებში ადგილობრივი მედიაპარტნიორი ორგანიზაციები დამოუკიდებლად მოამზადებენ და გაავრცელებენ 3 მულტიმედიური მასალისგან შემდგარ 7 თემატურ პაკეტს, ასევე გაავრცელებენ ცენტრალური მედიაორგანიზაციების მიერ მომზადებულ 10 თემატურ პაკეტს რუბრიკით „ჯორჯია-პლიუს“.

პროექტი „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“, მიზნად ისახავს მოქალაქეთა ინფორმირებას ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე აღმოსავლეთ ევროპის და ევრაზიის 12 ქვეყანაში.


| Print |
FaceBook Twitter Google