გურჯაანში გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებისთვის ვადა პირველ საათამდე მისცეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეები კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ ტერიტორია დაცალონ. მოვაჭრეები კი დაშლას არ აპირებენ.

-„ჩვენ რა გავაკეთოთ ოჯახები რით ვარჩინოთ?! ბაზარში ადგილი არ არის, ამიტომ იქ ვერ დავდგებით. შარშან ორი კვირა ვიარეთ გამგებელთან, რომ შეწუხდნენ ბოლოს გვითხრეს, სანამ ბაზარი გაკეთდება, აქ იდექითო. არავის არაფერს ვუშლით. თუ გადასახდელია, გადავიხდით, ამაზეც არ ვამბობთ უარს. თუ ძალით გაგვიყვანეს, მაშინ გზას გადავკეტავთ. მოგვარდეს ბაზრის საქმე და ჩვენც შევალთ, იქ არის შესაბამისი პირობები. 500-ლარიანი კი არა, ხუთი ათასიანი ჯარიმა რომ დაგვიწერონ, მაინც არ შევალთ.“

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი ამბობს, მათ პირველ საათამდე მისცეს ვადა.
-„დღეს კიდევ ერთხელ გავაფრთხილეთ, მივეცით რამდენიმე საათი დრო. პირველი საათის შემდეგ ჩამოივლის პოლიცია და მოხდება დარღვევის ნივთის კონფისკაცია და ამასთან ერთად მოვაჭრეების დაჯარიმება.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში გარევაჭრობა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში დაუშვეს. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მოვაჭრეებს ტერიტორიის დაცლა ჯერ კიდევ გასულ კვირას მოსთხოვეს.

| Print |
FaceBook Twitter Google