სოფელ ზემო მაჩხაანში სკოლის მშენებლობა იწყება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა "დაგი ქონსთრაქშენი" შეასრულებს.
მშენებლობისთვის 4 824 999 ლარია გათვალისწინებული.

-"ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა, ადგილი მოსწორებულია და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ხანძარი რომ გაჩნდა,  ერთი შენობა, რომელიც განცალკევებით იყო, დაწყებითი კლასების კორპუსი გადაურჩა დაწვას.  მოსწავლეების ნაწილი იქ სწავლობს, ნაწილი კი მირზაანში ოპტიმიზირებულ სკოლაშია გადანაწილებული, აგრეთვე მესამე ლოკაციაა კუტურის სახლი. იქ მერიამ გამოყო ოთხი საკლასო ოთახი და გაარემონტა. ასე რომ ამ ხნის განმავლობაში სასწავლო პროცესში შეფერხება არ ყოფილა."- განუცხადა speqtri.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ზემო მაჩხაანის სკოლაში ცეცხლი 2015 წლის ოქტომბერში ელექტროსადენებიდან გაჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო ეკიპაჟები სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც გამოიძახეს, თუმცა ლოკალიზება ვერ მოხერდა და საგანმანათლებლო დაწესებულება მთლიანად დაიწვა.




| Print |
FaceBook Twitter Google