ამ დროისთვის კახეთში წითელას 85 შემთხვევაა დაფიქსირებული
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში  წითელას 85 შემთხვევაა დაფიქსირებული.  მწვავე ვირუსული ინფექცია ძირითადად 1 წლამდე და 20-40 წლამდე ასაკის პირებს გამოუვლინდათ.
-"შემთხვევების უმეტესობა დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებშია დაფიქსირებული.  მინდა გითხრათ, რომ წითელაზე აცრის მსურველთა მომართვიანობა კ საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, გასული ერთი კვირის განმავლობაში 3700 მოქალაქე აიცრა მხოლოდ ჩვენს რეგიონში.,,- განაცხადა დავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი გამოიწვიოს.


| Print |
FaceBook Twitter Google