იანვრის თვეში საქართველოში აივ ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, იანვრის თვეში აივ ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, საქართველოში 7474 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული, მათ შორის 5599 – მამაკაცია, 1875 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3969 პაციენტს განუვითარდა, 1523 კი გარდაიცვალა.

აივ მკურნალობას იტარებს 4597 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2726 შემთხვევა); სამეგრელოში - 947 (აქედან ზუგდიდში - 630); იმერეთში - 924 (ქუთაისი 451); აჭარაში - 834 (ბათუმი – 533); აფხაზეთში - 473; კახეთში - 358, ქვემო ქართლში - 385; შიდა ქართლში - 279; გურიაში - 157; ფოთში - 110; სამცხე-ჯავახეთში - 107 და ა.შ.



| Print |
FaceBook Twitter Google