სოფელ კოჭბაანში კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანში კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტოს მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციისა და ნებართვის საფუძველზე  სამუშაოები ინდივიდუალურმა მეწარმემ „ბეჟან ყაველაშვილი-ზოდი“ შეასრულა.

-"რეაბილიტაციის შედეგად, რკინა-ბეტონის კონსტრუქციით კაპიტალურად გამყარდა ეკლესიის საძირკველი და მოეწყო მისი საყრდენი კედელი. რთული ხსნარის გამოყენებით კლდოვანი ნატეხი ქვით აღდგა ნაგებობის გამჭოლი ბზარები. საკულტო ნაგებობის საპერანგე წყობის გამოქარულ ადგილებზე მოიხსნა მორყეული ქვები, რომლებიც დაინომრა და უწინდელ ადგილებზე დამაგრდა. კლდოვანი ჯიშის სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქვებით აღდგა ეკლესიის საფასადო წყობა. ინტერიერში მოეწყო ლავგარდანი. ეკლესიის სახურავი კი ღარიანი კრამიტით დაიფარა. თხელი ფლეთილი ქვით მოეწყო იატაკი. დამზადდა და დამონტაჟდა ხის ავთენტური ფორმის კარი,"-განაცხადეს სააგანტოში. 

სამუშაოები ფონდ "ქართუს" დაფინანსებით განხორციელდა.


| Print |
FaceBook Twitter Google