რატომ ვერ ხორციელდება თელავის #8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, სავალალო მდგომარეობაში მყოფ #8 საბავშო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშორებული საკითხი იმის გამო რთულდება,რომ სააღმზრდელო დაწესებულებას  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
საბავშვო ბაღის კედლები გაბზარულია, ჭერიდან ნალესი ცვივა, იატაკი კი ამორტიზებულია.

მერის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართის მოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

,"შენობას აქვს ძეგლის სტატუსი, რაც კიდევ უფრო ართულებს მისი რეაბილიტაციის საკითხს და ზრდის ხარჯებს. ამიტომ ჩვენ მიმდებარე ტერიტორიაზე ვეძებთ ალტერნატიულ ფართს, რომელიც ბაღის ამჟამინდელ შენობაზე გაცილებით დიდი იქნება. თუ ასეთი ფართის მოძიება ვერ მოხერხდება, საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ. ეს პრობლემა მიმდინარე წლის გეგმაში განსაზღვრულია და წელს გვსურს, რომ მოვაგვაროთ."- განაცხადა ნარეკლიშვილმა.

ცნობისთვის, საბავშვო ბაღს  145 აღსაზრდელი ჰყავს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / თელავი /