გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ხანძარი გაჩნდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე სართულზე, დღეს დილით 7 საათზე ერთ ოთახს ცეცხლი გაუჩნდა.


როგორც მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ხანძარი გამვლელმა შემთხვევით შეამჩნია და სახანძრო სამაშველო სამსახურს აცნობა.
„ეს არის მოადგილის კაბინეტი, რომელიც ათი კვადრატულია. ხანძარი გამვლელმა შენიშნა, მაშინვე დამირეკეს და შესაბამისად, სახანძროსაც მიაწოდეს ინფორმაცია. მეხანძრეებმა ოპერატიულად იმუშავეს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მათ გადაარჩინეს შენობის დანარჩენი ფლიგელი და ცეცხლი სხვა ოთახებზე არ გავრცელდა. დაზიანდა ინვენტარი, ლეპტოპი, ტელევიზორი და ა.შ ამ ეტაპისთვის ეს არის ის უმნიშვნელო ზიანი, რაც შეიძლება მიგვეღო. ვფიქრობთ, ცეცხლი მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა.“

თუმცა, მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მერია / ხანძარი /