გასულ კვირას კახეთის რეგიონში წითელას 26 შემთხვევა დაფიქსირდა
ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონში წითელას 145 შემთხვევაა დაფიქსირებული, ყველაზე მეტი ინფიცირებული კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია.
-"მინდ ააღვნიშნო, რომ  საბედნიეროდ დროული მიმართვა ხდება და ლეგალურად არცერთი შემთხვევა არ დასრულებულა. გასულ კვირას გამოვლინდა წითელას 26 ახალი შემთხვევა.  18 იანვრის შემდეგ წითელას საწინააღმდეგო აცრა 6 477 ადამიანმა ჩაიტარა," - აღნიშნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კახეთის ოფისის მენეჯერმა ნელი ხიზანიშვილმა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, თუ როდიდან შეიძლება ველოდოთ წითელას ვირუსის გავრცელების შეჩერებას, პროგნოზირება წინასწარ რთულია.


| Print |
FaceBook Twitter Google