ხანძრის შედეგად დამწვარ ოთახს ერთ კვირაში გაარემონტებენ
მერიის შენობაში დამწვარი ოთახის რეაბილიტაცია სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება. მერის არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, ზარალს კომისია ითვლის.


„მოვითხოვთ პირდაპირი შესყიდვის ხელშკრულების დადების ნებართვას. სავარაუდოდ, ხვალიდან უკვე დავიწყებთ ოთახის შეკეთებას. გაკეთდება დერეფანიც. ჩემი პირველი მოთხოვნაა, ელექტროგაყვანილობა შეიცვალოს. შესაბამისად, მომავალში ეტაპობრივად სადენებს მთელ შენობაში შევცვლით. ოთახი ერთ კვირაში აუცილებლად გვექნება მზად. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ექსპერტებმა იმავე დღეს იმუშავეს და პასუხები მოგვიანებით იქნება ცნობილი.“


შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მერიაში მესამე სართულზე ხანძარი პარასკევს, დილის შვიდ საათზე გაჩნდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მერია / ხანძარი /