87 ხე, 62 სახურავი, 32 ავტომანქანა - რა ზარალი მოჰყვა ძლიერ ქარს საქართველოში
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, სულ 261 შეტყობინებაა შესული.


ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება უწყებამ თბილისიდან მიიღო.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა: 87 ხე; 62 შენობის სახურავი; 32 ავტომანქანა; ბუნებრივი აირის 8 მილი; მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი; 4 სარეკლამო ბილბორდი.

ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
| Print |
FaceBook Twitter Google