ახალი ამბები
რა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს განახორციელებს თელავის მერია მიმდინარე წელს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წელს განსახორციელებელი ღონისძებების პროგრამა დაამტკიცა. როგორც ჩვენთან საუბარში მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა განაცხადა, ამ მიმართულებით სულ 70 000 ლარია გათვალისწინებული.
-„ჩვენი პროგრამული ბიუჯეტი შედგება სამი ძირითადი ქვეპროგრამისგან. პირველი მოიცავს კულტურულ ინიციატივებს, რაზედაც 12 600 ლარია გათვალისწინებული. აქ იგულისხმება ყველა ის ღონისძება, რომელსაც წლის განმავლობაში წარმოგვიდგენს სხვადასხვა კულტურული საინიციატივო ჯგუფი, კონკრეტული ხელოვანი, შემოქმედებითი ჯგუფი და ა.შ. წინა წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად გვთხოვენ დახმარებას როგორც ადამიანური რესურსითა და მატერიალურ- ტექნიკური ბაზით, ასევე ფინანსურადაც. მეორე ქვეპროგრამა ესაა ფესტივალი, რომელსაც პირობითად ეწოდება „ხელოვნება და შემოქმედება“. ამისთვის 29 900 ლარია გათვალისწინებული. ჩატარდება შემოქმედებითი ახალგაზრდული ფესტივალი, მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი შემოქმედებითი ააიპის ახალგაზრდები, ასევე საჯარო სკოლების ზედა საფეხურის მოსწავლეები. მსგავსი ფესტივალი წელს პირველად გაიმართება. მესამე ეს გახლავთ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შემეცნებით ხასიათს ატარებს. მაღალკლასელები გაემგზავრებიან აჭარაში, არქეოლოგიურ ბანაკში, თან დაისვენებენ და თან არქეოლოგიურ საქმიანობაში ჩაერთვებიან. გაეცნობიან იქაურ მუზეუმებს, არტეფაქტებსა და ექსპონატებს, თითო სკოლიდან ერთი ბავშვი ჩაერთვება პროექტში. ამ მიმართულებით 27 500 ლარია გამოყოფილი.“

ფიქრია ყუშიტაშვილის თქმითვე, სხვა ღონისძიებებს განახორციელებენ ასევე სახელოვნებო ააიპ-ები და კულტურის ცენტრი, რომელთაც მერია აფინანსებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის საბაჟო -გამშვები
პუნქტიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქე , რომელიც ირანში
მოგზაურობდა საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის საბაჟო -გამშვები პუნქტიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქე , რომელიც ირანში მოგზაურობდა საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს.
13:07 / 27.02.2020
დღეს გურჯაანის აფთიაქებში სამედიცინო-ჰიგიენური პირბადეების ყიდვა
შეუძლებელია. არც ერთი ქსელისა და თუ კერძო აფთიაქს მარაგი არ
აღმოაჩნდა. ასევე დეფიციტშია ანტივირუსული მალამოები, ზოგიერთ
აფთიაქში კი შეიძლება მხოლოდ ძვირადღირებული პრეპარატი აღმოაჩინოთ.
დღეს გურჯაანის აფთიაქებში სამედიცინო-ჰიგიენური პირბადეების ყიდვა შეუძლებელია. არც ერთი ქსელისა და თუ კერძო აფთიაქს მარაგი არ აღმოაჩნდა. ასევე დეფიციტშია ანტივირუსული მალამოები, ზოგიერთ აფთიაქში კი შეიძლება მხოლოდ ძვირადღირებული პრეპარატი აღმოაჩინოთ.
11:26 / 27.02.2020
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია, ბაღჩეული პროდუქტებისთვის 20 ცალ
სათბურის კონსტრუქციას ყიდულობს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია, ბაღჩეული პროდუქტებისთვის 20 ცალ სათბურის კონსტრუქციას ყიდულობს.
15:52 / 26.02.2020
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის სიახლოვეს ხანძარია. ცეცხლი
დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით 10 კილომეტრში, რამდენიმე საათის
წინ გაჩნდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის სიახლოვეს ხანძარია. ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით 10 კილომეტრში, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.
14:47 / 26.02.2020
სროლა იყო გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის მიმართულებით. შემთხვევა გუშინ
მოხდა.
სროლა იყო გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის მიმართულებით. შემთხვევა გუშინ მოხდა.
11:34 / 26.02.2020
სხვა ამბები
ორშაბათიდან სამოცდაათწლიანი ისტორიის მქონე გურჯაანის აგრარული ბაზარი განახლებულ გარემოში მიიღებს მომხმარებლებს.
16:13 / 28-02-2020
განისაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის – ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი, დრო და ხანგრძლივობა.
15:43 / 28-02-2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
15:37 / 27-02-2020
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და ცხრა დღის განმავლობაში გაგრძელდება.
11:11 / 27-02-2020
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 2 244 აპლიკანტმა გაიარა.
15:58 / 26-02-2020
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია . გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
11:45 / 22-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0782
USD
USD
1
2.7905
GBP
GBP
1
3.5975
TRY
TRY
1
0.4485
RUB
RUB
100
4.1597
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 3 / 13 °C
img
დ.წყარო 3 / 12 °C
img
სიღნაღი 5 / 18 °C
img
ლაგოდეხი 6 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 5 / 13 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.