კახეთის რეგიონში წითელას ვირუსის შემთხვევები იკლებს
კახეთის რეგიონში წითელას ვირუსის შემთხვევების კლება შეინიშნება - ამის შესახებ speqtri.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირას 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.

-„წლის დასაწყისში გვქონდა სტაბილურობა, კვირის განმავლობაში იყო 25-20 შემთხვევა, შემდეგ მოიმატა და 45-იც კი დაფიქსირდა. ამ კვირის 4 დღეში ჯერჯერობით მხოლოდ 13 შემთხვევაა, გასულ კვირას 39 გვქონდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საგარეჯოშია. კვირის დამთავრებამდე შესაძლოა რამდენიმე შემთხვევა დაემატოს, მაგრამ ზოგადად კლების ტენდენცია შეინიშნება და არა ზრდის. ეს გამოწვეულია იმით, რომ მიმდინარეობს უფასო აცრები. ამ დროისთვოს 19 იანვრის შემდეგ 7 500 ადამიანს აქვს აცრა ჩატარებული. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო კლებისკენ წავა ვირუსი. “

ნელი ხიზანიშვილის თქმითვე, კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს წითელას ვირუსის 201 შემთხვევაა დაფიქსირებული.

| Print |
FaceBook Twitter Google