სოფელ კაკაბეთში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ამისთვის 88 000 ლარი დაიხარჯა.

ცნობისთვის, აღნიშნული სააღმზრდელო დაწესებულება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის ოქტომბერში შეამოწმა და კრიტიკული შეუსაბამობების გამო დახურა.


| Print |
FaceBook Twitter Google