გურჯაანში კირკიტაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით პოლიციელების მობილიზაციაა
დღეს, 12 საათზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. გურჯაანის ქუჩებსა და რაიონული სამმართველოს ეზოში სამართალდამცველების მაქსიმალური მობილიზაციაა.
ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.





| Print |
FaceBook Twitter Google