ახალი ამბები
მოსამართლემ კირკიტაძის გათავისუფლების შუამდგომლობა განუხილველად დატოვა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი დღეს 12 საათზე დაიწყო. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც კირკიტაძის გათავისუფლებას ეხებოდა, განუხილველად დატოვა. მან პროცესზე განმარტა, რომ ეს საკითხი წინა სასამართლო სხდომაზე უკვე განიხილეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იმყოფებიან ის პარლმენტარები, რომელებიც დავით კირკიტაძეს თავდებში დაუდგნენ.
ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი უგულავამ სასამართლო პროცესი ფარისველობის ზეიმს შეადარა.
-„ჩვენ რაც ვიხილეთ სასამართლოში, ეს არის ფარისევლობის ზეიმი, რასაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ მოსამართლის მიერაა თავის დროზე გაცემული დაკავების ორდერი, შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და პინგ-პონგს თამაშობს ორი სულგაყიდულო მოსამართლე.“

როგორც ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, დავით კირკიტაძე კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.
-„ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო სხვადასხვა მიზეზების გამო, ვარდება მსგავს სიტუაციაში. მოსამართლეს დღეს სახის მიმიკებზეც ეტყობოდა, როდესაც გადაწყვეტილებას აცხადებდა, რომ სასამართლო თავისივე სამართლებრივ განმარტებას დაუპირისპირდა. დღეს ელემენტარულად სასამართლომ არ განიხილა შუამდგომლობა კირკიტაძის გათავისუფლების თაობაზე და თქვა, რომ აქ არაფერი ახალი გარემოება არ არის.“

ადვოკატის თქმით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესი19 მარტს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ხორნაბუჯი-ერისიმედის საავტომობილო გზის
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ხორნაბუჯი-ერისიმედის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
16:34 / 08.05.2019
ამ წუთებში სტიქიაა კახეთში. ადგილობრივების თქმით, კალაპოტიდან
გადმოსულმა ალაზანმა ასეულობით ჰექტარზე სხვადასხვა სახის სავარგულები
დატბორა.
ამ წუთებში სტიქიაა კახეთში. ადგილობრივების თქმით, კალაპოტიდან გადმოსულმა ალაზანმა ასეულობით ჰექტარზე სხვადასხვა სახის სავარგულები დატბორა.
20:48 / 05.05.2019
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ
კალაურში ხევი ადიდდა და სავარგულებამდე მისასვლელი გზა ჩახერგა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ კალაურში ხევი ადიდდა და სავარგულებამდე მისასვლელი გზა ჩახერგა.
00:17 / 05.05.2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, 76 წლის ქალი, რომელიც
85 წლის მეუღლემ დღეს დილით ოჯახური კონფლიქტის დროს დაჭრა, საგარეჯოს
საავადმყოფოდან თბილისში, შპს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, 76 წლის ქალი, რომელიც 85 წლის მეუღლემ დღეს დილით ოჯახური კონფლიქტის დროს დაჭრა, საგარეჯოს საავადმყოფოდან თბილისში, შპს "ტრამვატოლოგში" გადაიყვანეს.
15:59 / 03.05.2019
ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ გიწვევთ საარჩევნო თემატიკასთან
დაკავშირებულ ტრენინგზე.
ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ გიწვევთ საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებულ ტრენინგზე.
11:01 / 25.04.2019
სხვა ამბები
16-19 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის 29-ე მსოფლიო ჩემპიონატში, შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა 6 პირველი ადგილი აიღეს.
16:57 / 21-05-2019
თანამედროვე ადამიანების ცხოვრებისა და კვების რეჟიმს თუ გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რატომ იქცა კუჭის ტკივილი დიდი რაოდენობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. კუჭის დაავადებების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვებაა.
15:21 / 06-05-2019
11 მაისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში კონსულტაციებზე მიღებას გამართავს საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GeHRA) პრეზიდენტი და ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი.
12:56 / 01-05-2019
საგაზაფხულო პროფესიული ტესტირების საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო. აპლიკანტებს, ბარათების მიღება სარეგისტრაციო ცენტრებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში შეუძლიათ.
17:10 / 30-04-2019
ლაბორატორიული კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია სისხლის საერთო ანალიზი ვინაიდან, სწორედ სისხლში მომხდარი ცვლილებები მიუთითებს იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს.
14:17 / 30-04-2019
სეზონური ალერგიული რინიტის სიმპრომები ვლინდება მხოლოდ წლის გარკვეულ დროს, უფრო ხშირად გაზაფხულზე, მცენარეთა ყვავილობის პერიოდში.
12:35 / 19-04-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.