უნიკალური შესაძლებლობა კინორეჟისორებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის
CinéDOC-Tbilisi აცხადებს აპლიკაციების მიღებას პროექტისთვის Civil Pitch 2019 – რომელიც შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ქართველ რეჟისორებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

Civil Pitch-ის მიზანია, კინორეჟისორებისა და NGO-ების ერთმანეთთან დაკავშირება და საზოგადოების ყურადღების იმ აქტუალური საკითხებისკენ მიმართვა, რაც ხშირ შემთხვევაში ჩრდილში რჩება.

შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგში, რომელსაც საერთაშორისო ტუტორები დანიელ აბმა და ბრიჯიდ ო’ში გაუძღვებიან.

დაჯილდოვდება 2 პროექტი:
• პირველი 3000 აშშ დოლარის ოდენობის პრიზს მიიღებს ფილმის წარმოებისთვის,
• მეორე დაჯილდოვდება 500 აშშ დოლარის ოდენობის პრიზით ფილმის განვითარებისთვის.
ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.

დამატებითი ინფორმაცია

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2019 წლის 15 მარტამდე, ინგლისურ ენაზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

• სააპლიკაციო ფორმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის: https://goo.gl/forms/c67oItOuWEpDCNIu1
• სააპლიკაციო ფორმა რეჟისორებისთვის: https://goo.gl/forms/WHJoZ2gfW4d9CGj23


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.







| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები Civil Pitch / რეჟისორი /