ამ დროისთვის კახეთში წითელას 255 შემთხვევაა დაფიქსირებული
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, ამ დროისთვის წითელას 255 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება.

,, დაახლოებით 30-30 შემთხვევაა გამოვლენილი საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, თელავსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, შედარებით მცირეა სხვა მუნიციპალიტეტებში. შემთხვევების მკვეთრი მატება არ ფიქსირდება, სტაბილურად ვლინდება ახალი შემთხვევები. მაგალითად, ბოლო 3 კვირის განმავლობაში თითო კვირაში 20, 23 და 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როდის შეჩერდება ინფექცია, წინასწარი პროგნოზი რთულია, რაც მეტი ადამიანი აიცრება,მით ნაკლები იქნება წითელას ეპიდაფეთქების შანსი“- განაცხადა ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წითელას საწინააღმდეგო აცრა 18 იანვრიდან დღემდე კახეთის რეგიონში 8 388 ადამიანმა ჩაიტარა.


| Print |
FaceBook Twitter Google