თელავის სასამართლო მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
ამ წუთებში თელავის რაიონულ სასამართლოში სოფელ ყარაჯალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ელბრუზ სულეიმანოვის სასამართლო პროცესი იწყება.
სასამართლო სხდომა დახურულია.
პერიმეტრზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა. სასამართლოს ეზოში იმყოფებიან დაკავებულის ახლობლებიც.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი 108-ე და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით აქვს წარდგენილი.






| Print |
FaceBook Twitter Google