თელავში ახალგაზრდა გოგომ დედა დაჭრა
ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ახალგაზრდა გოგომ დედას მხარში ცივი იარაღით დაზიანენბები მიაყენა. შემთხვევა კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში, გვიან ღამით მოხდა.


შუახნის ქალი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს. როგორც ექიმი ამბობს, დაშავებულს ყველა შესაბამაისი სამედიციმო დახმარება ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რა გახდა დედა-შვილს შორის კონფლიქტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 11 პრიმა - 117 -ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბრალდებული გოგო, პოლიციამ წუხელვე დაკავა.
| Print |
FaceBook Twitter Google