ქალი, რომელიც შვილმა დაჭრა საავადმყოფოდან გაწერეს
როგორც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს, ქალი, რომელიც წუხელ საკუთარმა შვილმა დაჭრა, სახლში უკვე გაწერეს.

"ჩვენთან შემოიყვანეს საშუალო ასაკის ქალბატონი, რომელსაც წინა მხრის არეში ჰქონდა ჭრილობა. მას ჩაუტარდა ამბულატორიული დახმარება, დამუშავდა ჭრილობა და ამ ეტაპზე ქალბატონი სახლშია გაწერილი. ეს არ იყო სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება,"- განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით თელავში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ახალგაზრდა გოგომ ცივი იარაღით დედა მხრის არეში დაჭრა. ის სამართალდამცველებმა ღამითვე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამეზე ძიება 11 პრიმა - 117 -ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




| Print |
FaceBook Twitter Google