თელავში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა
თელავში ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა თელავის მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული საჭიროებების განსაზღვრა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
„ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები და ჩვენთვის ეს ამოსავალი წერტილია. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია უმცირესობების, გენდერული, ასაკობრივი, ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ოჯახური ძალადობის შემცირების მიმართულებით მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. მსგავს ინიციატივებს თელავის მუნიციპალიტეტი აუცილებლად დაუჭერს მხარს და პირადად მე ვიქნები ამის ერთ-ერთი გარანტი“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა.

კონფერენცია პროექტ ,,ახალგაზრდული პლატფორმა - თელავის ფორუმის“ ორგანიზებით და „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google