ბუშეტის საბავშვო ბაღში 20-მდე აღსაზრდელი მოიწამლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა- ბაღში 10-მდე აღსაზრდელი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი თელავის საავადმყოფოებში გააიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი სასმელი წყალი გამხდარიყო.

ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თინიკო ხანჯალიაშვილი პროდუქტიდან ბავშვების მოწამლას გამორიცხავს და ამბობს, რომ ყველა პროდუქტი ბაღში ვარგისია.

ადგილზე არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც პროდუქტიდან და სასმელი წყლიდან სინჯებს გამოსაკვლევად წაიღებენ.

მომხდარის გამო, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე გაურკვეველი ვადით დროებით დაიხურა.


| Print |
FaceBook Twitter Google