პარლამენტმა სკოლებში გამოცდების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.
კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.


| Print |
FaceBook Twitter Google