კახეთში წითელას საწინააღმდეგო აცრა 9700- ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა
ამ დროისთვის, კახეთში წითელას საწინააღმდეგო აცრა 9700- ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვირუსის შემთხვევები  ყოველკვირეულად კლებულობს.
-"გასულ კვირებში, ყოველკვირეულად თუ ფიქსირდებოდა 23-25 ახალი შემთხვევა, მიმდინარე კვირას ეს რიცხვი  17-ს შეადგენს. ეს, რა თქმა უნდა, აცრების დამსახურებაც არის. ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონში წითელას საწინააღმდეგო აცრა  9 700 ზე მეტ ადამიანს აქვს ჩატარებული,"- განუცხადა speqtri.ge-ს ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის  ინფორმირების მიზნით, უახლოეს მომავალში სპეციალური კამპანიის დაწყებაა დაგეგმილი.

| Print |
FaceBook Twitter Google