თელავში ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ გაიმართა
თელავში ანიმაციური ფილმების რეგიონული ფესტივალი „თოფუზი“ ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თელავის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის, ხულოსა და თბილისის ანიმაციის სტუდიების აღსაზრდელებმა.
ჩაატარდა წამახალისებელ ვიქტორინა - „ქართული ანიმაციის ისტორია“, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფესტივალის საჩუქრებით.

გმირების კოსტუმებში გადაცმულმა მსახიობებმა ბავშვებთან ერთად ბარაბნების თანხლებით ქუჩის თეატრალიზებული მსვლელობები მოაწყეს და ანიმაციური ფილმების ჩვენება გამართეს თელავის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: აკურაში, კისისხევში, რუისპირსა და ნაფარეულში.

ფესტივალი „თოფუზის" ორგანიზატორები  ააიპ "ანიმაციის განვითარების ფონდი" და ააიპ "პერსონაჟი" არიან.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google