პანკისში დაშავებულთაგან 16 კვლავ საავადმყოფოშია
პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტებიდან, 16 კვლავ კლინიკაში რჩება. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, მათ შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ და პაციენტების ჯანმრთელბის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

დაშავებულებს თავის ტვინის დახურული ტრამვა და სხეულის სხვა დაზიანებები აღენიშნებათ. ექიმის თქმით, მათი ნაწილი სავარაუდოდ, დღესვე გაეწერება.
ამჟამად სტაციონარში მყოფთაგან 15 პოლიციელია და ერთი აქციის მონაწილე.

გუშინდელი ინციდენტის დროს თელავის კლინიკაში სულ 37 პაციენტი მოხდა. შსს- ის ინფორმაციით, ჯამში სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია.



| Print |
FaceBook Twitter Google