საგარეჯოში მეუღლის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი თბილისში გადაიყვანეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, 76 წლის ქალი, რომელიც 85 წლის მეუღლემ დღეს დილით ოჯახური კონფლიქტის დროს დაჭრა, საგარეჯოს საავადმყოფოდან თბილისში, შპს "ტრამვატოლოგში" გადაიყვანეს.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში მიყენებული ჭრილობით ჯერ საგარეჯოს კლინიკაში მოათავსა.

საგარეჯოს საავადმყოფოს მკურნალი ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი ქალი კომაში იყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სოფელ ყანდაურაში 85 წლის ო.გ.-მ შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მეუღლე კი დაჭრა.

ცხედრები უკვე გადაასვენეს გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში.




| Print |
FaceBook Twitter Google