სოფელ კალაურში ხევი ადიდდა
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ კალაურში ხევი ადიდდა და სავარგულებამდე მისასვლელი გზა ჩახერგა.

ადგილზე იმყოფებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

-"ხევი გადმოვიდა და სავარგულებამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა , ამ გზით სარგებლობს კალაურის მოსახლეობა და შაშიანის მოსახლეობის ნაწილი. ჩვენ მზად ვიყავით, ვიცოდით რომ უხვი ნალექი იქნებოდა, ტექნიკა მობილიზებული იყო. როგორც კი გზა ჩაიხერგა, მაშინვე გაიწმინდა ტერიტორია. პრობლემა აღმოფხვრილია , მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება,"- განუცხადა speqtri.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google