ადიდებულმა ალაზანმა სავარგულები დატბორა [Audio]
ამ წუთებში სტიქიაა კახეთში. ადგილობრივების თქმით, კალაპოტიდან გადმოსულმა ალაზანმა ასეულობით ჰექტარზე სხვადასხვა სახის სავარგულები დატბორა.
განადგურებულია როგორც მარცვლოვანი კულტურის ნათესები, ისე ახალშენი ვენახები და მრავალწლოვანი ნარგავები. განადგურებულია ძირკოკის, ჭანდრის, ვეჯინის, კოლაგისა და ბაკურცხის სავარგულები.





როგორც ბიზნესმენი ბიძინა სონღულაშვილი ამბობს, ნარგავების დაზღვევა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.



ბიძინა სონღულაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ალაზნის კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google