გურჯაანის "ალაზანს“ მეოთხე ლიგაში გადასასვლელად დამატებითი ფინანსები სჭირდება
გურჯაანის საფეხბურთო გუნდი „ალაზანი“ რეგიონალურ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და ფედერაციისგან 50 000 ლარიანი დაფინანსება შეინარჩუნა. პირველი წრის ბოლო ტურზე გუნდი „ივერია 2017“-ს დაუპირისპირდა 2:1 დაამარცხა.
"ალაზანი" მეხუთე ლიგაშია და რვა ივნისიდან ზედა ლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს.

-„ალაზანი“ მეორე ადგილზე გავიდა, მომავალი წლისთვის 50 000 ლარიანი დაფინანსება გარანტირებული გვაქვს. ზედა ლიგაში გადასასვლელი ჩემპიონატი რვა ივნისს დაიწყება, წლის ბოლოს გაირკვევა მოვხვდებით თუ არა იქ. მონაწილეობას გუნდები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ . პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ მეხუთე ლიგაში მოსახვედრად და ასევე 150 000 ლარიან დაფინანსებას მივიღებთ. იმ დაფინანსებით რაც დღეს გვაქვს, გამარჯვება ალბათ გაგვიჭრდება. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუკი სპონსორი გამოჩნდეება და ვინმე დაგვეხმარება, პრეტენზია გვექნება ზედა ლიგაში იქ გადასასვლელად,"-აღნიშნა "ალაზნის" მწვრთნელმა ოთარ ვარამიშვილმა speqtri.ge-სთან.

ცნობისთვის, ფედერაციისგან 150 000 ლარიანი დაფინანსების მოსაპოვებლად 10 გუნდი იბრძოლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google