12 ივნისს პოეტ რომან ზუკაკიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
ქ. თბილისში, სამების საკათედრო ტაძართან არსებულ "ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური აღზრდის ცენტრში", პატარძეულელი პოეტის, რომან ზუკაკიშვილის წიგნის - "სიყვარულის გზა" პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება 12 ივნისს, 17:00 სთ-ზე დაიწყება. ეს რომან ზუკაკიშვილის მეცამეტე წიგნია.

-"კრებულში 1200-მდე ლექსია შესული და ყველა თემატურადაა დალაგებული, საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს არის პირველი ტომი, სადაც თავმოყრილია, როგორც ახალი, ასევე სხვადასხვა წიგნში უკვე დაბეჭდილი ლექსები. ვაპირებ კიდევ მეორე ტომის გამოცემას, რაც მთლიან ჩემს შემოქმედებას მოიცავს,"- ამბობს ის.

ცნობისთვის, რომან ზუკაკიშვილს მინიჭებული აქვს გიორგი ლეონიძისა და ანა კალანდაძის სახელობის პრემია, არის სამეცნიერო აკადემია "ფაზისის" აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და აქვს საპატიო "გარეჯელის" წოდება.



| Print |
FaceBook Twitter Google