ძლიერმა ქარმა გურჯაანის სოფლებში პრობლემები შექმნა
სტიქიამ პრობლემები შექმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. ვაზისუბანში ქარიშხალმა ხე მოგლიჯა, რამაც თელავი- გურჯაანის საავტომობილო მაგისტრალზე გადაადგილება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შეაფერხა.
-"ქარმა სახურავი ორი ადგილობრივის სახლს გადახადა, ერთი ვაჩნაძიანშია, მეორე კიდევ კალაურში. შაშიანში კულტურის სახლს ჭერი მთლიანად მოხადა, სკოლას კი ნაწილობრივ. შეიქმნება კომისია, ზარალი დაითვლება და დავეხმარებით ამ ადამიანებს, სტიქიაა და ამ დროს აუცილებლად გვაქვს თანხები გათვალისწინებული,"-განუცხადა speqtri.ge-ს გურჯაანის მერის მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.


| Print |
FaceBook Twitter Google