დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს
დავით სერგეენკო 7-წლიანი მინისტრობის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ინფორმაცია ჟურნალისტებს დაუდასტურა.
მისივე თქმით, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან ერთად ერთობლივ განცხადებას გააკეთებს.

დავით სერგეენკოს თქმით, მის განადწყვეტილებას წინ ხანგრძლივი კონსულტაციები უძღვოდა. მისი განცხადებით, ის გუნდში დარჩება.

შეგახსნებთ, რომ დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.
| Print |
FaceBook Twitter Google