ნუ გვესვრი - აქციას speqtri.ge შეუერთდა
აქციას "ნუ გვესვრი" გურჯაანში speqtri.ge-ს ჟურნალისტებიც შეუერთდნენ.



მედიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ აქციის დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას.

მოვითხოვთ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.

21 ივნისს აქციის დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ.

საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში, გურჯაანში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახალციხესა და ხარაგაულში.





| Print |
FaceBook Twitter Google