უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა - ბიძინა ივანიშვილი
უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა, -ამის შესახებ დღეს ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


"დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი, სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს და, დარწმუნებული ვარ, მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა."

ამავე ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება, ნულოვანი საარჩევნო ბარიერით.
| Print |
FaceBook Twitter Google