ნიკოლოზ ჯანიაშვილი - „ალოობა 2019“ დედოფლისწყაროში ორგანიზებულად მიმდინარეობს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „ალოობა 2019“ დაიწყო. როგორც speqtri.ge-ს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და მოსავლის ასაღებად ტექნიკა საკმარისია.
-„ბოლო წლებთან შედარებით, ალოობა 2019“ დედოფლისწყაროში ყველაზე ორგანიზებულად მიმდინარეობს, რადგან შპს „მექანიზატორმა“ გასულ წელს 16 კომბაინი შეიძინა. სხვა სერვისცენტრებიდანაც მობილიზებულია ტექნიკა. სახელმწიფომ კარგი პროგრამა განახორციელა, როდესაც მათი თანადაფინანსებით, ფერმერებმა 5 კომბაინი იყიდეს. წელს ამინდმა საშუალება მოგვცა და პირველად მოსავლის აღება ალაზნის პირას მოხდა, შემდეგ კი შირაქში დაიწყო. გასულ წელს, ამინდების გამო, ორივე ტერიტორიაზე თავთავი ერთნაირად შემოვიდა, რამაც შეფერხება გამოწვია. მოსავლიანობა საშუალოა, გასულ წელს უფრო მეტი იყო, თუმცა მთლიანობაში ცუდი შედეგი არ არის. გაზაფხულზე საკმარისი წვიმები არ მოვიდა, ხორბალს კი ყვავილობის დროს სჭირდებოდა ნალექი,“-აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

მერის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორბლისა და ქერის მოსავალი დაახლოებით 38 000 ჰექტარზეა დათესილი. „ალოობა 2019“ სავარაუდოდ 10 დღეში დასრულდება.




| Print |
FaceBook Twitter Google