საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში, სამწუხარო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის.

საქართველოს შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირების შედეგად, ინციდენტი მალევე იქნა აღმოფხვრილი, ხოლო მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.

მსგავსი ინციდენტები არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფების და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ამასთანავე, მნიშნელოვანია საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით. 



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დავითგარეჯი /