დედოფლისწყაროში ქარსაცავი ზოლი იწვის
"ჯერ კიდევ გუშინ შირაქი ულამაზეს ოქროსფერში იყო გახვეული, დღეს კი ჩვენი ,,სანაქებო ფერმერების" წყალობით ის შავი მტვერით იფარება, ქარსაფრები კვლავ იწვება, ახლადდაპრესილი ტუკებიც აფეთქებული ტანკებივით ბოლავენ. გულგახეთქილი მივადექი ჩემ გაშენებულ ქარსაფარებს, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე კარგად გახარებული მონაკვეთი პირწმინდად დამწვარი დამხვდა. სახანძროები უთავბოლოდ დარბიან, აღარ იციან რომელი მიმართულებით წავიდნენ, რამდენიმე შეწუხებული კაცი მიყვება, რომ გადაუწვეს დაპრესილი ტუკები. სადღაც ტრაქტორი და სათესებიც დამწვარა. მზესუმზირის ყანის მეპატრონეებზე აღარაფეს ვამბობ, ისეთი გავარვარებულია ჰაერი, რომ ისედაც ფოთლებშემხმარ მზესუმზირებს, თავებიც კი გადატრუსული აქვთ. არ მესმის ასე ფეხებზე როგორ უნდა დაიკიდო ყველაფერი შენს გარშემო. ადამიანები არ ხართ?“- წერს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამირან კოდიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე. 


ამირან კოდიაშვილს speqtri.ge დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამ წუთას მთელი შირაქის საძოვრების 10%,  4-5 ათასი ჰექტარი მაინც იწვება. 

„გამოვიარე და დავინახე, რომ კაცს ჰქონდა დაწყობილი პრესები, თან ისეთი დიდი პრესებია, არც მინახავს ასეთი, ეტყობა უცხოური ტექნიკა ჰყავთ ჩამოტანილი. ძალიან აქტიურად ხდება დაპრესა, რაც მისასალმებელია, მაგრამ იმ კაცმა იწვალა, იშრომა, ვიღაცამ კიდევ მოუკიდა ცეცხლი და  მისი შრომა ჩაიწვა. საერთოდაც კარგია, რომ ეს ნამჯა გაზიდონ აქედან, მაგ შემთხვევაში გადაწვა უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს ნიადაგს. როცა ჩალა ყრია შიგნით, ცეცხლი და ტემპერატურაც მაღალია, შესაბამისად, ნიადაგი მეტად ნადგურდება. მაგრამ ესეთი ადამიანი მანდ რომ იშრომებს და დაუწვავენ, მეორედ მოვა და რამეს გააკეთებს, რა თქმა უნდა არა.“

ამირან კოდიაშვილის თქმით, რადგან ხანძარი დიდ ტერიტორიაზეა, მეხანძრეებს  ლოკალიზება უჭირთ.

" საჭიროა ფერმერმა საკუთარი ნაკვეთი შემოხნას, რაც ხანძარს გავრცელების საშუალებას არ მისცემს,  ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ გადაიწვება ქარსაფარი ზოლი და მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ეს ზარალს შეამცირებს. სახანძროსაც ექნება საშუალება, უფრო ადვილად მივიდეს ხანძრის ადგილას. მეხანძრეები გმირულად კი იბძრვიან მაგრამ რა აზრი აქვს. ეს იგივეა, კასრს რომ ძირი არ აქვს და შიგ წყალს ასხამ.“

ამირან კოდიაშვილი ყველა ფერმერს, ვინც ნაკვეთის გადაწვას აპირებს, მოუწოდებს,  შემოხნას თავისი ტერიტორია და გადაწვის ბოლომდე დარჩეს, რათა გააკონტროლოს ცეცხლი და ქარსაფარში ან სხვა ნაკვეთში გადასვლის შემთხვევაში, გამოიძახოს სახანძრო.


ფოტოები: ამირან კოდიაშვილი



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები შირაქი / ხანძარი /
ამავე კატეგორიაში
რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე
შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
23:15 / 18.04.2024
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” ფართომასშტაბიანი აქციები არ
დასრულებულა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი
პროტესტისთვის ემზადებიან.
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” ფართომასშტაბიანი აქციები არ დასრულებულა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან.
19:37 / 18.04.2024
საქართველოში რუსულ კანონს მხარდაჭერას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო
დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უცხადებს.
საქართველოში რუსულ კანონს მხარდაჭერას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უცხადებს.
19:03 / 18.04.2024
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სამართალდამცავების
მხრიდან ძალადობასა და მისი დაკავების ფაქტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობასა და მისი დაკავების ფაქტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
16:18 / 18.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 27 °C
img
თელავი 14 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.