კახეთის გზატკეცილზე ავტომობილების მოძრაობა 4 ნოემბრამდე შეიზღუდება
კახეთის გზატკეცილზე (ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე მონაკვეთი) მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს 02:00 საათიდან 4 ნოემბრამდე, კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება ქალაქის გასასვლელიდან ცენტრისკენ მოძრაობის ზოლზე. შესაბამისად, ტრანსპორტი იმოძრავებს შერვაშიძის ქუჩის გადაკვეთიდან კაჩინსკის ქუჩისკენ საპირისპირო ზოლის გამოყენებით.

- ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გაცალმხრივდება ბუშის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით, ასევე, კახეთის გზატკეცილიდან ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით.

- კახეთის გზატკეცილი ქეთევან დედოფლის გამზირს ლეხ კაჩინსკის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდება, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ისნის“ მხრიდან, ჩაჩავას ქუჩის გავლით. კაჩინსკის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჯორჯ ბუშის ქუჩიდან ქეთაევან დედოფლის გამზირისკენ.

- ქეთევან დედოფლის გამზირის გადამკვეთ გზაჯვარედინზე მოძრაობა დაშვებული იქნება, როგორც პირდაპირ - ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით, ასევე, მარჯვნივ და მარცხნივაც - ქეთევან დედოფლის გამზირზე.

- ქეთევან დედოფლის გამზირიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ბუშის ქუჩის მიმართულებით ახვევა შეიზღუდება. ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან აწყურის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება შეხვევა მარცხნივ - ჩაჩავას ქუჩისკენ. კვლავინდებურად დაშვებული იქნება ბუშის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის გავლით, ზურაბაშვილის ქუჩაზე მარჯვნივ შეხვევა.

- ანალოგიურად, ზურაბაშვილის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ მარჯვნივ - ქეთევან დედოფლის გამზირისკენ. ამდენად, ზურაბაშვილის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ან ქეთევან დედოფლის გამზირისა და ჩაჩავას ქუჩის, ან აწყურისა და ჩაჩავას ქუჩების გავლით.

- ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან დოესის, შორაპნისა და შირაქის ქუჩებზე შეხვევა შეიზღუდება. შესაბამისად, კაჩინსკის ქუჩიდან ზემოხსენებულ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით.

- ჩაჩავას ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მეტროსადგურ „ისნიდან“, კახეთის გზატკეცილისკენ, საიდანაც ტრანსპორტს შეეძლება მოუხვიოს როგორც მარცხნივ - ჯორჯ ბუშის ქუჩისკენ, ასევე, მარჯვნივ - ქალაქის გასასვლელის მიმართულებით.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსული
კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის
ვიდოეს აზიარებს და მომიტინგეების მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის ვიდოეს აზიარებს და მომიტინგეების მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს.
19:58 / 20.04.2024
დღეს, 20 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და
სხვადასხვა რეგიონში ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული მარში
იმართება.
დღეს, 20 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა რეგიონში ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული მარში იმართება. "ქალები ვირჩევთ ევროპას!" მსლვლელობა აღნიშნული ლოზუნგით ლოზუნგით რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან გაგრძელდა.
19:43 / 20.04.2024
თითქმის კვირაზე მეტია, რაც საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ე.წ
ყვითელი დონეა გამოცხადებული. ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში
მუშაობა კვლავ აკრძალული აქვთ. შეზღუდვები რიგით მოქალაქეებსაც
ეხებათ.
თითქმის კვირაზე მეტია, რაც საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ე.წ ყვითელი დონეა გამოცხადებული. ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობა კვლავ აკრძალული აქვთ. შეზღუდვები რიგით მოქალაქეებსაც ეხებათ.
22:49 / 19.04.2024
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - აქციის ორგანიზატორების მიერ
გრძელვადიანი პროტესტისთვის მზადების ფონზე, ახალგაზრდები რუსულ
კანონს დღესაც აპროტესტებენ.
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - აქციის ორგანიზატორების მიერ გრძელვადიანი პროტესტისთვის მზადების ფონზე, ახალგაზრდები რუსულ კანონს დღესაც აპროტესტებენ.
22:25 / 19.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 24 °C
img
დ.წყარო 13 / 24 °C
img
სიღნაღი 14 / 26 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 28 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.