სალომე ზურაბიშვილი ლაგოდეხში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაგოდეხს სტუმრობს. ამ დროისთვის ის ლაგოდეხის ნაკრძალში,  “როჭოს ჩანქერზე” იმყოფება.
მანამდე პრეზიდენტი  რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს ეწვია.

შეხვდა ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, ფერმერებს, დაათვალიერა საკურორტო ზონები და ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა. მუნიციპალიტეტების მერებმა კი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.



| Print |
FaceBook Twitter Google