თუშეთში ავარიისას დაკარგული 18 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები განახლდა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მაშველებმა ავარის დროს დაკარგული 18 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები დილიდან განაახლეს. ხევში ჩავარდნილი მანქანის ამოსატანად კი დამატებით მძიმე ტექნიკა შევიდა.
თუშეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა.

"სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან მყვინთავებიც. ძებნა არ შეწყდება მანამ, სანამ არ იპოვიან," განაცხადა ახმეტის მერმა იოსებ  ქარუმაშვილმა .

შეგახსენებთ,ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 6, დაშავდა 2 ადამიანი, ერთ მგზავრს კი ამ დრომდე ეძებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თუშეთი /