მდინარე თურდოსხევზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე მდ. თურდოსხევზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ამ დროისთვის, სამუშაოები ხიდის მალის ნაშენზე ხორციელდება

სამუშაოებს კომპანია ''სერპანტინი'' ასრულებს და მისი ღირებულება 288 700 ლარია.

ხიდი გასული საუკუნის 50-60-იან წლებშია აშენებული.


| Print |
FaceBook Twitter Google